პირობები

ხელშეკრულება

1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამსესხებელი - შპს „არკადია კაპიტალი“ (ს/ნ 404470274 მის: თბილისი, გმირთა მოედანი 1. ელ. ფოსტის მის: info@unicredit.ge)

ბ) მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

გ) სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად;

(რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით).

დ) ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;

ე) სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების დადებაზე.

ვ) ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითიც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;

ზ) აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვის მომენტიდან;

თ) სესხის თანხა - თანხა, რომელიც გაიცემა მსესხებელზე და ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

ი) პროცენტი (საკომისიო) - სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც (სასყიდლის ფორმით) მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად;

კ) პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;

ლ) სესხის გადავადების საფასური - მომსახურების საფასური, რაც გადაიხდება სესხის ვადის გადავადებისათვის;

მ) გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულია მის ვებ-გვერდზე;

ნ) მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ, ან რომლიდანაც ხორციელდება საცდელი გადახდა და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა და რომლიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში გამსესხებელი დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მიმდინარე დავალიანების მიღებას;

ო) მსესხებლის (სადებიტო) ბარათი - „მასტერ ქარდის“, „American Express ქარდის“ ან „ვიზას“ ტიპის საბანკო ბარათი, რომელიც დაკავშირებულია მსესხებლის საბანკო ანგარიშთან და რომლითაც შესაძლებელია ონლაინ საბანკო ოპერაციების წარმოება;

პ) იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);

ჟ) მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;

რ) სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის უკან დაბრუნების ვალდებულება;

ს) სესხის ვადა - გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებგვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული;

ტ) გადავადება - გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება მსესხებლის მიერ საკომისიოს გადახდის შემდგომ;

უ) გამსესხებლის ვებ-გვერდი - www.unicredit.ge;

2. ზოგადი დებულებები

2.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:

ა) არის ფიზიკური პირი 20-დან 70 წლამდე;

ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

დ) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ანდა ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

ე) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ვ)არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არარსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.

2.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2.3. მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში.

3. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა

3.1. სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველი „ვადასტურებ, რომ გავეცანი unicredit.ge - ს ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებასა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს).

3.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ ხდება იდენტიფიკაცია, მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი ახდენს გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვას ან ბარათის მონაცემების შევსების შემდგომ ხდება მსესხებლის იდენტიფიკაცია ამგვარად: გამსესხებელი მსესხებლის ანგარიშიდან ჩამოჭრის თანხას 0,2 ლარიდან 1 ლარამდე ოდენობით და უზრუნველყოფს საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვას. ამასთან, გამსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩამოჭრილი თანხის მსესხებლის საბანკო ანგარიშზე დაბრუნება მას შემდეგ, რაც მსესხებელი გამსესხებლის ვებ-გვერდზე დადგენილი წესით დაადასტურებს ჩამოჭრილი თანხის ოდენობას ასევე ხდება გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით მიღება.

3.3. იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.

3.4. გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.

3.5. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.

3.6. გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს პროცენტის შემცირება (დაგეგმილიაქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას.

4. გადახდის პირობები

4.1. სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება სესხის ვადის ბოლო დღეს.

4.2. გადახდები ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

4.3. გადახდები ხდება სესხის თანხის ვალუტაში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.4. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანის დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და სესხის ნომრის მითითება.

4.5. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

4.6. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება დარიცხული პროცენტი, შემდეგ პირგასამტეხლო, ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება და მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.

4.7. სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება (ვალდებულების შესრულებით) გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების შესაბამისი თანხის (არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.

4.8. მსესხებელი უფლებამოსილია მოახდინოს სესხის ვადამდე სრულად დაფარვა. სესხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის სესხის თანხას და პროცენტს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც პროცენტი გადასახდელი იქნებოდა სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღისათვის. მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს წერილობით ან სხვა ფორმით სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ. ასეთი გადახდა ადასტურებს მსესხებლის სურვილს, განახორციელოს მთლიანი გადახდა ვადაზე ადრე.

5. ხელშეკრულების შეწყვეტა მსესხებლის ინიციატივით

5.1. მსესხებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მისი ძალაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში, გამსესხებლის იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით .

5.2. მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გამსესხებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

ბ) მსესხებლის პირადი ნომერი და სესხის ნომერი;

გ) ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ;

ე) განცხადების შედგენის დრო და ადგილი;

ვ) მსესხებლის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა.

5.3. თუ მსესხებელი გამოიყენებს 5.1. პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი ვალდებულია გადაიხადოს სესხის თანხა 30 კალენდარული დღის გამავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც გამსესხებელი მიიღებს წერილობით შეტყობინებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მსესხებელი ასევე ვალდებულია გადაიხადოს პროცენტი სესხის გამოყენების ფაქტიური ვადის მიხედვით, აგრეთვე დაფაროს გამსესხებლის მიერ გაწეული ხარჯები (არსებობის შემთხვევაში).

6. სესხის ვადის გადავადება

6.1. მსესხებელს აქვს სესხის ვადის გადავადების შეთავაზების უფლება, ხოლო გამსესხებელს კი გააჩნია შესაბამისი უფლება მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება. სესხის ვადის გადავადება შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით.

6.2. სესხის ვადის გადავადებისათვის მსესხებელი გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით იხდის სესხის ვადის გადავადების საკომისიოს, რომელიც მითითებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე. მსესხებელი ვალდებულია მიუთითოს გადახდის დანიშნულება - „ვადის გაგრძელება“. საკომისიოს გადახდის შემდგომ გამსესხებელი უგზავნის მსესხებელს შეტყობინებას ვადის გადავადების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სესხის გადავადების საკომისიო მსესხებელს არ დაუბრუნდება, მაგრამ ჩაეთვლება დასაბრუნებელი სესხის ნაწილობრივ გადახდად (ვალის შემცირება).

6.3. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება სესხის ვადის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.

6.4. გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი. ასეთი გრაფიკის შედგენის ერთჯერადი ღირებულებაა 50 ლარი. 300 ლარის ჩათვლით სესხის შემთხვევაში ნასესხები თანხის 20%, ხოლო 300 ლარის ზემოთ 650 ლარამდე სესხის შემთხვევაში, ნასესხები თანხის 25%. აღნიშნული საფასურის გადახდა კლიენტს შეუძლია როგორც ერთჯერადი გადახდის ფორმით, ასევე გრაფიკის თანახმად ყოველ გადახდაზე ნაწილობრივ. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაეთანხმება აღნიშნულ პირობას, იგი ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი საფასური. მსესხებელი აცნობიერებს, რომ გრაფიკზე დათანხმების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს გრაფიკის შედგენის საფასურის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას; ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით აქვე დაზუსტებულია, რომ ინდივიდუალური გრაფიკის შემოთავაზება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციულ უფლებას და არა ვალდებულებას და მსესხებელს არ შეუძლია მოსთხოვოს გამსესხებელს ასეთი უფლების განხორციელება.

7. სხვა სესხის მიღება

7.1. მიმდინარე სესხის ბოლომდე დაფარვის შემდგომ მსესხებელს აქვს გამსესხებლის ვებ-გვერდზე მოცემული სხვა (ახალი) სესხის მიღების შესაძლებლობა.

7.2. ახალი სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სასესხო განაცხადის შევსების დღეს ვებ-გვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდგომ აღებულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები.

8. პასუხისმგებლობა

8.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

8.2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულიად აცნობიერებს გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ შედეგებს.

8.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.

8.4. სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს დაგვიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულებებისაგან.

8.5. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს-მაჟორით.

8.6. ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი დაუძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება,რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.

8.7. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს,

იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

8.8. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.

9. გამსესხებლის ინტერესების დაკმაყოფილება

9.1. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის / არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავ ნებისმიერ ღონისძებას.

9.2. მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს როგორც საკუთარ შესაძლებლობების ფარგლებში არსებულ ნებისმიერ ღონისძიებას, აგრეთვე შეუძლია საქმე გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს მიმდინარე დავალიანების ამოღების, ასევე პირადი მონაცემების დამუშავების და ამ მონაცემების საჯარო ბაზაში განთავსების უფლებით.

9.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამსესხებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად (მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე), მსესხებლის დამატებითი თანხმობისა თუ ნებართვის გარეშე, უზრუნველყოს თანხების მოზიდვა/მიღება მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან, რაზეც მსესხებელი წინასწარვე, ოფერტის გაკეთებითა და ხელშეკრულების 3.1. მუხლით დადგენილი წესით სესხის განაცხადის შევსებით, აცხადებს თანხმობას. ამდენად, გამსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებული იქნება მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან გამსესხებლის მოთხოვნილი ოდენობით უზრუნველყოს თანხის გამსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვა, რაც ჩაითვლება მსესხებლის გამსესხებლის მიმართ არსებული დავალიანების ანგარიშში, გადარიცხული თანხის ოდენობით.

9.4. მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებლის ინტერესების დაკმაყოფილებლის რომელიმე ან რამდენიმე ღონიძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას გამსესხებელი იღებს დამოუკიდებლად, მსესხებელთან შეთანხმების ან მისთვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე.

9.5. გამსესხებლის მიერ ამ მუხლით განსაზღბრული ნებისმიერი ღონისძიებისთვბისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მსესხებელს და მისი ამოღება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამავე მუხლით დადგენილი წესით მოხდება მსესხებლის მიმართ არსებულ მოთხოვნებთან ერთად.

10. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

10.1. გამსესხებელი უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), ასევე გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან მსესხებელზე ინფორმაცია. მესამე პირს შეიძლება ინფორმაცია გადაეცეს:

ა) ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში ან ბიზნესის წილის გაყიდვის შემთხვევაში;

ბ) კანონის მოთხოვნის საფუძველზე;

გ) საკრედიტო ისტორიის სააგენტოს, თაღლითობასთან მებრძოლ სააგენტოს ან სხვა მსგავს ორგანიზაციას, რომელიც ცენტრალიზებულად იღებს ინფორმაციას ერთმანეთთან დასაკავშირებლად;

დ) პრობლემური სესხების ამოღების გარე პარტნიორებს;

ე) საპროცესინგო ან სხვა მესამე პირს, რომელიც გადახდის პროცესინგს უზრუნველყოფს, რაც აგრეთვე აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად. მსესხებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაეცნო გამსესხებლის კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ლინკზე: http://unicredit.ge/index.php?r=Site/Confidence

10.2. ხელშეკრულებაზე დათანხმებით მსესხებელი ეთანხმება, რომ მისთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე გამსესხებლის საოპერაციო საქმიანობის, სესხის დაბრუნების/ამოღების ან სხვა დაკავშირებული მიზნებისათვის შესაძლოა მსესხებლის პირადი მონაცემები გამჟღავნებული იქნას გამსესხებლის შიდა პერსონალთან შეზღუდვის გარეშე.

10.3. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.

10.4. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

11. ხელშეკრულების შეწყვეტა

11.1. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;

ბ) გამსესხებელისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;

გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;

დ) მსესხებლი გახდა გადახდისუუნარო.

11.2. გამსესხებელი ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას, თუ დაკისრებული პირგასამტეხლო გადააჭარბებს დაგვიანებული თანხის ორმაგ ოდენობას.

11.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

12. შეტყობინება

12.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:

ა) მის მიერ მითითებულ მისამართზე;

ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.

12.2. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.

12.3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ის უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.

12.4. მსესხებელი, ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

12.5. 12.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

12.6. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის, გადასახდელი პროცენტის ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობას.

12.7 მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობით ან/და ელექტორნული ფოსტის მეშვეობით, მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს შორის წარმოებს წერილობით ან/და ელექტორნული ფოსტის მეშვეობით.

12.8 მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრა განხრციელებულად ჩაითვლება, თუ მხარეს გაეგზავნება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების სესხის განაცხადში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

12.9 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, სასამართლო დოკუმენტაციის გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების, გადახდის ბრძანების ჩაბარება განახრციელოს წერილობით ან/და ელექტორნული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების სესხის განაცხადში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

12.10 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ელ-ფოსტის მისამართზე ელექტორნული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება, მხარისთვის ჩაბარება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება. კლიენტი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ელ-ფოსტის მისამართზე განთავსებულ კორესპონდენციას გაეცნოს არანაკლებ თვეში ერთხელ.

12.11. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

12.12. 12.6 პუნქტით გათვალისწინებული, ასევე სხვა ნებისმიერი შეტყობინება გამსესხებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება, თუ ის შედგენილია წერილობით და ბარდება გამსესხებელს მისამართზე.

12.13. თუ გამსესხებელმა მსესხებელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები ვადაგადაცილების შესახებ ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა შეკვეთილი წერილები, მას აქვს უფლება მოითხოვოს მსესხებლისგან გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 10 ლარისა ერთი წერილისათვის.

12.14. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ გამსესხებელმა გადასცეს მსესხებლის პერსონალური ინფორმაცია შპს „საქართველოს ფოსტა“-ს (ს/კ 203836233) საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხასიათის შეტყობინების ჩაბარების მიზნით..

13. უფლებამონაცვლეობა

13.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს.

13.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

13.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

14. დავების გადაწყვეტა

14.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.

14.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს სასამართლო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 1-ის პრიმას საფუძველზე.

15. სხვა პირობები

15.1. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს პარტნიორ ორგანიზაციებს არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.

15.2. დაგვიანებული თანხის ამოღების შემთხვევაში ამოღების ხარჯებს ფარავს მსესხებელი, რაზეც მსესხებელი არის თანახმა. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.

15.3. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულება.

თანხა:
ვადა:

სესხის დაფარვის თარიღი: 00.00.0000

თანხა: 0 ლარი

საკომისიო: 0 ლარი

გადასახდელი: 0 ლარი

სესხის გადავადების საფასური

7 დღით 1.33 ლარი

14 დღით 2.68 ლარი

30 დღით 5.85 ლარი